დეი ორგანიქსი ჯანსაღი კვების კულტურაში ჩვენი ყოველდღიური რაციონის ფერადი და ორგანული გადაწყვეტაა. უფრო ზუსტად, დეილი ორგანიქსის სუპერფუდებით, ანუ სხვადასხვა სუპერძალის მქონე მცენარეული წარმოშობის სასარგებლო ფხვნილებით ცდილობს, ბუნებრივი პიგმენტების საშუალებით, ნებისმიერ ულუფას განსხვავებული ემოციური ღირებულებაც შეჰმატოს.
სუპერფუდები
ფერის როლს გემოს აღქმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამიტომაცაა ჩვენი „მაგიური მტვერი“ ასე ძლიერმოქმედი, რომლის საკვებში მოხვედრის შემთხვევაშიც, გასინჯვისგან თავის შეკავება, უბრალოდ, ძალიან რთულდება.
სუპერძალები:
დეი ორგანიქსის თითოეულ სუპერფუდს კვებასთან დაკავშირებული უნიკალური პროფილი, ანუ ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული სუპერძალა აქვს !
მე ლურჯი სპირულინა ვარ, პროტეინები ჩემი ძლიერი მხარეა, აი, სპორტსმენებს რომ კუნთებისთვის საშენი მასალა სჭირდებათ, სწორედ იმით ვარ მდიდარი.
მე კი – პიტაია… შეგიძლიათ, წითელი დრაკონიც დამიძახოთ ! განსაკუთრებით მიყვარს ბავშვები. როგორც წესი, მათ დანახვაზე თავს ვერ ვიკავებ და სიხარულს მათთვის A, B და C ვიტამინების შეტევით გამოვხატავ.
მე ასაი ბერი ვარ, ყურძნისმაგვარი კენკროვანი მცენარე. სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ვცხოვრობ და ძალიან ვემტერები შაქარს.
რაც შემეხება მე, მატჩა თი გახლავართ. ჩემი სუპერძალა საკვებისთვის მწვანე შეფერილობის, ადამიანებისთვის კი – საჭირო ენერგიის მიცემაა. ძალიან მომწონს ვეგანების ცხოვრების წესი.
აი, მე კი, თუ შეიძლება, ალმონდით მომმართეთ! შინაურები, უბრალოდ, ნუშსაც მეძახიან. ცოტა კეკლუციც მიყვარს და არ დაგიმალავთ, რომ საოცარი გემო და არომატი მაქვს. ხო, გლუტენი დიდად გულზე არ მეხატება. ზოგადად, რთულად მოსანელებელი ცილებისგან თავს შორს ვიჭერ!
მე როუზ ბადსი გახლავართ და ვფიქრობ, იმასაც მარტივად შეამჩნევთ, როუზ პეტალთან ბევრი საერთო რომ მაქვს. ჩემი ვარდის კოკრების ბუნებრივი არომატით იდეალურად ვერწყმი ჩაის, სხვა სასმელებს, გამომცხვარ პროდუქტებსა თუ ინდივიდუალურ, ექსპერიმენტულ რეცეპტებს.
როუზ პეტალი, დიახ, სწორია. საკუთარ თავზე საუბარი დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ნუ, რადგან მკითხეთ… ნამდვილად საუცხოო ფერი და არომატი მაქვს. იმდენად, რომ ერთი კოვზიც კი საკმარისია, ჩემი გამომშრალი ვარდის ფურცლები საკვებსა თუ სასმელში მოხვდეს და ერთი ჩვეულებრივი მომენტი დღესასწაულად ვაქციო. სიამოვნებით ვურთიერთობ ნაყინთან, გამდნარ შოკოლადსა თუ თბილ რძესთან. მიყვარს მოვლილი კანიც. ხო, ჩემს განსაკუთრებულ ფერსა და არომატთან ერთად, სასარგებლო თვისებებიც მაქვს და კანის დაბერებას კონსტრუქციული გზებით ვებრძვი.
„ისევ ისე სიყვარულის დაჰქრის ჭრელი ფარვანაა“ – ჩემი სრული სახელია ბატერფლაი ფი. მიყვარს მღერა და ტროპიკულ კლიმატში ფარფატი. არ მიყვარს ვინმეს შეწუხება, ამიტომ არც მძაფრი არომატი მაქვს და არც ინტენსიური გემო, თუმცა პასტასა და პურს რომ შეფერილობას ვაძლევ?! აი, სასარგებლო თვისებებიც – იცოცხლეთ! ჩემი ანტოციანებით – პიგმენტებითა და ანტიოქსიდებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს რისკს ვამცირებ.
ვემეგობრებით
ყველას! ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი სიცოცხლის შეტანა უყვარს, მათ შორის: დედებს, ბავშვებს, სპორტსმენებს, ვეგანებს, კონდიტერებსა და სხვ.