✓ მატჩა თი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის 137-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე მოდუღებული მწვანე ჩაი! ყავის შესანიშნავი ალტერნატივაა და მასთან დამეგობრების შემთხვევაში, დღის განმავლობაში, თქვენს ენერგიულად ყოფნაზე პასუხისმგებლობას თავისუფლად აიღებს. ზრდის ფიზიკურ გამძლეობას;
✓ მატჩა მდიდარია უჯრედისით, C ვიტამინით და აძლიერებს იმუნიტეტს;
✓ მატჩა შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს, რომლის საშუალებითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, შესანიშნავია დეტოქსის დროს;
✓მატჩა აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაწვაში. მისი ყოველდღიური მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულის ცხიმის მოცულობას, განსაკუთრებით მუცლის არეში;
✓ მწვანე სუპერფხვნილი ფლავონოიდებითაც მდიდარია. ფლავონოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მცენარეული ნაერთებია, რომლებიც ძირითადად, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. მატჩა თის შემადგენლობაში მისი არსებობა ხელს უწყობს სიმშვიდის
შენარჩუნებასა და ყურადღების კონცენტრაციას;
გემო: დახვეწილი.
წონა: 70 გ